”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში სააგიტაციო მასალებს აზიანებენ

ახალციხის მუნიციპალიტის მასშტაბით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკრული პლაკატები ყოველდღიურად ზიანდება. უცნობი პირები, სააგიტაციო მასალას, ძირითადად, ღამის საათებში ხევენ და ნარჩენებით ქუჩებს ანაგვიანებენ.  

ადგილობრივი მოსახლეობისთვის პლაკატების დაზიანების ფაქტები გამაღიზიანებელია. ამბობენ, რომ ჩამოხეული სააგიტაციო მასალა ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო პლაკატების გაკვრა ორი დღის წინ დაიწყო. შალვა გოგოლაძის თქმით, წინასაარჩევნოდ, სააგიტაციო მასალისთვის ისედაც ბევრი რესურსი იხარჯება, ამიტომ პლაკატის ჩამოხევისგან ყველას თავის შეკავებას ურჩევს. გარდა ამისა, ამბობს, რომ საკმარისია ერთ ადგილზე კონკრეტული პარტიის ერთი სააგიტაციო მასალა განთავსდეს.

პლაკატების დაზიანების აღკვეთის მიზნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“  შეთანხმებას სთავაზობს.

თვითმმართველი ორგანოების გადაწყვეტილებით,  პარტიებს თავიანთი სააგიტაციო მასალის დადგენილ ადგილებზე გაკვრის უფლება აქვთ. პოლიტიკურ ძალებს პლაკატების განთავსება ეკრძალებათ: საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ადმინისტრაციულ შენობებზე, სასამართლოების, სამართალდამცავი ორგანოების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე , ნებართვის გარეშე კერძო საკუთრებაზე. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში რეაგირებას თვითმმართველი  ორგანო ახდენს. აკრძალულ ადგილზე  მასალების გაკვრა ჯარიმის სახით ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს, ასევე ჯარიმდება სუბიექტი მათი დაზიანების გამო. საარჩევნო კოდექსის მე 80–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა  ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.

 

შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში  სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ირაკლი ბახტურიძე, ბექა ზედგინიძე.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე