”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ამორტიზებული წყალგაყვანილობის გამო, თამარაშვილზე კორპუსის სარდაფები იტბორება

წყალი ძველი სისტემიდან თამარაშვილის ქუჩის მე–4 კორპუსის სარდაფებში წლებია წვეთავს. ამორტიზებული წყალგაყვანილობის გამო დატბორილი სარდაფების დანგრევის შიშით, მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას თხოვს.  

რეაგირების გარეშე დარჩენილებმა პრობლემის მოგვარება საკუთარი ძალებითაც არაერთხელ სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

 

თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს პრობლემის მოგვარებაში ვერ დაეხმარება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რადგან შიდა ქსელის მოწესრიგება მათ კომპეტენციაში არ შედის. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლელა კიკალეიშვილი  ამბობს, რომ გარე პერიმეტრზე დაზიანება არსად ფიქსირდება.

თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობის პრობლემების შესახებ არ იციან ქალაქის მერიაში. მერის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ  ადგილობრივ  მაცხოვრებლებს მათთვის არ მიუმართავთ, რის გამოც შესაბამის სამსახურს ვითარება  შესწავლილი არ აქვს.

თამარაშვილის ქუჩის მე–4 კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ საკუთარი ფინანსებით პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებენ, ილია ზარდიაშვილი კი ადგილობრივებთან ერთად თანადაფინანსების საკითხის განხილვას არ გამორიცხავს.

ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ბექა ზედგინიძე. 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე