”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ სხვილისში, ახალი სკვერი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, სოფელ სხვილისში სკვერის რეაბილიტაციას გაეცნო. სკვერის ტერიტორია ტერასული ტიპისაა. ისინი ერთმანეთს კიბეებითა და შშმ პირებისათვის გათვალისწინებული პანდუსებით უკავშირდება.

14352219_1237812122936962_4252386325684846334_o

ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თითოეულ ტერასაზე ბეტონის ბორდიურებით,  მწვანე საფარისა და სავალი ბილიკების გამიჯვნა მოხდება.მწვანე საფარისათვის გათვალისწინებული სივრცე მიწის ფენით შეივსება და დაითესება კოინდარი. სავალ ბილიკებზე კი ბეტონის ყინვაგამძლე ფილები დაიგება. კიბეები და პანდუსები ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება.

რეაბილიტირებულ სკვერში დაიდგმება ნაგვის ურნები და სანათები.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხიებით ფინანსდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე