”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხე, წლების შემდეგ, პირველ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს

ახალციხე, წლების შემდეგ, პირველ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს. ფეხბურთის აკადემია “მესხეთი” ხაშურის “ივერიას” დაუპირისპირდება.

6407976-football-wallpapers

საშინაო მატჩი, დღეს 11 სექტემბერს, 16:00 საათზე, ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. ფეხბურთის აკადემია გულშემატკივრებს იწვევს:

“ჩვენი ფეხბურთის აკადემიის ბიჭებს, თქვენი გულშემატკივრობა ყველაზე და ყველაფერზე მეტად სჭირდებათ. მოდით, დაგვიდექით გვერდში” – აცხადებენ ფეხბურთის აკადემიაში.

“მესხეთი” 2012 წელს ჩამოყალიბდა. აკადემიის გუნდი, ოთხწლიანი არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს პირველობაზე, მეორე ლიგის გათამაშებაში მონაწილეობს.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე