”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“პატრიოტთა ალიანსმა” ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი ბორჯომელ ამომრჩეველს წარუდგინა

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” ბორჯომელ მხარდამჭერებს ზურაბ ხაჩიძე ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად წარუდგინა.

„საარჩევნო კამპანიას კეთილი საქმის კეთებით ვიწყებთ“ – ეს განცხადება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბორჯომში ვიზიტისას გააკეთა. ზურაბ ხაჩიძემ ლეიკემით დაავადებულთათვის სისხლი გაიღო.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” ბორჯომელ მხარდამჭერებს ზურაბ ხაჩიძე ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად წარუდგინა. ამომრჩეველთან შეხვედრა პარტიის ლიდერებმა 9 სექტემბერს გამართეს.

 

შეხვედრა კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა, რომელსაც ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა  სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. შემდეგ კი მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს.

წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე