”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხეთის „ტაო” ასპინძაში პირველ თამაშს მართავს

მესხეთის „ტაო“ ასპინძის სარაგბო ბაზაზე პირველ თამაშს მართავს. დღეს 10 სექტემბერს 16:00 საათზე „ტაო“ წყალტუბოს გუნდს დაუპირისპირდება.

მორაგბეები ორი თვეა ვარჯიშობენ და ცდილობენ თამაშისთვის სათანადოდ მოემზადონ. სარაგბო ბაზაზე, მთავარი ვარჯიში 9 სექტემბერს გაიმართა, რა დროსაც თამაშის მთლიანი მონახაზი გაკეთდა.

სპორტსმენები საქართველოს პირველობისთვის ამჯერად რეგიონულ ლიგაში ასპარეზობენ. ჩემპიონატის სასურველი შედეგით დასრულების შემდეგ, მათ შანსი მიეცემათ,  ძალები პირველ ლიგაში მოსინჯონ.

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე. 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე