”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალეში სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ვალეში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიასთან და ცხრა აპრილის ქუჩაზე მიმდინარეობს.

14205919_1227907000594141_4905723236249546406_o

ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე სკვერში ბილიკები და ბორდიურები მოეწყო, ასევე დაიგო დეკორატიული ქვაფენილი. სკვერში დამონტაჟდება სკამები და არსებული ღობე აღდგება.

საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ სკვერში კი კიბის საფეხურები ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა, ხოლო სავალ ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგო.

სკვერების სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე