”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგეობაში 10 საჯარო მოხელე დაინიშნება

ახალციხის გამგეობაში 10 საჯარო მოხელე დაინიშნება. ათივე მათგანმა შესარჩევი  კონკუსის სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა.

შერჩეულია გამგებლის წარმომადგენელი აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანაშემწეები დაინიშნებიან, მინაძის ფერსისა და წყალთბილის ადმინისტრაცულ ერთეულებში. შერჩეულია წამყვანი სპეციალისტები აგრარულ და არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;  მთავარი სპეციალისტები – იურიდიულ სამსახურში, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის, ბიუჯეტისა და ხაზოვანი ნაგებობების მოწყობის საკითხებში. გამგეობის  ახალი თანამშრომლები ახლო მომავალში დაინიშნებიან.

კვლავ ვაკანტურია 15 პოზიცია. დარჩენილ თანამდებობებზე აპლიკანტები ისევ კონკურსის წესით შეირჩევიან.

გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წლის 17 მაისს გამოცხადდა.  25 ვაკანტურ პოზიციაზე 194 კონკურსანტის 379 განაცხადი შევიდა.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე