”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალქალაქში, მაჟორიტარობის კანდიდატად, ენზელ მკოიანის წარდგენა გააპროტესტეს

ახალქალაქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ენზელ მკოიანის წარდგენა გააპროტესტეს. საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად აქციაზე 100–მდე ადამიანი შეიკრიბა.

IMG_2422

საპროტესტო აქციას  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტარი და ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი სამველ პეტროსიანი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ენზელ მკოიანის წარდგენით მოსახლეობა უკმაყოფილოა.

“ენძელ მკოიანი ყველა მთავრობაში იყო. ახლაც საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატია, თუმცა მას ჯავახეთისთვის არაფერი გაუკეთებია” – აცხადებს სამველ პეტროსიანი.

საპროტესტო აქცია დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის ორგანიზატორის თქმით, სამომავლოდ ჯერ არაფერი დაუგეგმავთ, თუმცა რაც ზუსტად იცის, არის ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ენზელ მკოიანის მაჟორიტარობის წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 აგვისტოს საქართველოს პრემიერ მინისტრი და “ქართული ოცნება –  დემოკრატიული-საქართველო“-ს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ჯავახეთში ამომრჩეველს შეხვდა და მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეზძელ მკოიანი ოფიციალურად წარუდგინა.

IMG_2423

თიკო კურტანიძე. 

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 22/08/2016 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე