პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება ”სახელმწიფო ხალხისთვის” ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა დატოვა. თემურ ლურსმანაშვილი პარტიიდან წასვლის მიზეზად იმას ასახელებს, რომ პოლიტიკურმა გაერთიანება ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის პოლიტიკურ პლადფორმას შეუერთდა.
“მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“ რეგიონული კოორდინატორი კახა ბერიძე ამბობს, რომ თემურ ლურსმანაშვილი მათი პარტიის წევრი არ ყოფილა. თავად ლურსმანაშვილი კი აღნიშნავს, რომ პარტია ბორჯომში დამკვირვებელთა კოორდინატორად ნიშნავდა და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო.