”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში უფასო სასწავლო კურსები იხსნება

სასწავლო ცენტრი „ბიზნეს სისტემა“ ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების ინიციატივით გაიხსნება. ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“,  ადგილობრივების სასწავლებლით დაინტერესებას შეეცდება.

სასწავლო ცენტრმა ახალციხეში საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას შშმ პირთა მშობლები დაესწრნენ. ცეტრის გენერალური დირექტორის ნატო მამარდაშვილის თქმით,  ადგილობრივები სხვადასხვა პროგრამებს სიმბოლურ ფასად, 60 ლარად შეძლებენ, რომელიც ტექნიკური დეტალებისთვისაა განსაზღვრული. ,,ბიზნეს სისტემის“ სასწავლო პროგრამებზე მიღება ახალციხეში 10 აგვისტოდან დაიწყო მსურველები, სპეციალური ფორმის შესავსებად, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომა შვილებს“ უნდა დაუკავშირდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, სასწავლო ცენტრი ინკლუზიური კუთხითაც მუშაობს, რაც შშმ პირებსა და მათ მშობლებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“ შშმ პირთა მშობლებმა დააფუძნეს. ორგანიზაციის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი მშობლების მხარდაჭერაა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე