”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გიორგი კოპაძემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა

ქალაქ ახალციხის მერმა გადადგომის თაობაზე განცხადება დღეს, 9 აგვისტოს დაწერა. იგი წინასაარჩევნო კამპანიაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რანგში აქტიურად ჩაერთვება. 

gia kopadze

ქალაქის მერის განცხადებას გადადგომის თაობაზე, 10 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

“განცხადება დღეს დავწერე. ხვალ საკრებულო განიხილავს. დააკმაყოფილებენ მოთხოვნას, ან არ დააკმაყოფილებენ” – განაცხადა გიორგი კოპაძემ. 

ქალაქის მერთან ერთად თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემაც. ზაზა თამარაშვილი დღესვე, ახალციხის ციხის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კოპაძე საქართველოს პრემიერ მინისტრმა 7 აგვისტოს “ქართული ოცნების” ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

თიკო კურტანიძე

1 comments on “გიორგი კოპაძემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა

  1. გამოხმაურება: ახალციხის მერის პირველ მოადგილედ ილია ზარდიაშვილი დაინიშნა |

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე