ახალციხის ციხის დირექტორის თანამდებობაზე ქალაქის მერის ყოფილი პირველი მოადგილე ზაზა თამარაშვილი დაინიშნა. გიორგი კოპაძემ მისი დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება დღეს, 9 აგვისტოს გასცა.

“ზაზა თამარაშვილი გადადადგა, იმიტომ რომ იგი ამ ადგილზე გვჭირდება” – განაცხადა ქალაქის მერმა.
კითხვაზე, ვინ შეასრულებს პირველი მოადგილის მოვალეობას, გიორგი კოპაძის თქმით, ეს მსჯელობის შემდეგ გადაწყდება.
ამ დრომდე, ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას ილია სიდამონიძე ასრულებდა.
თიკო კურტანიძე
გამოხმაურება: ახალციხის მერის პირველ მოადგილედ ილია ზარდიაშვილი დაინიშნა |