”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სტიქიის შემდეგ ბორჯომს დილიდან ასუფთავებენ

ბორჯომში მომხდარი სტიქიის შემდეგ ქალაქის დასუფთავება დილიდან დაიწყო. კეთილმოწყობის სამსახური ცდილობს ქუჩები სილისგან და ნარჩენებისგან გაწმინდოს.

13906765_1388162424557366_3127707092712136893_n

ეკა ნოზაძის ფოტოები:

 

წუხელ პლატოზე იმყოფებოდნენ და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ნოდარ ჯავახიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი – მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი – აკაკი მაჭუტაძე, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი – გედევან ფოფხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები . ზარალის ოდენობის დათვლა დღეიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, სტიქიამ ბორჯომი მნიშვნელოვნად აზარალა. პლატოზე მოტეხილმა ხეებმა გზები ჩახერგა. ძლიერი წვიმა და სეტყვა 4 აგვისტოს დაახლოებით, 20:00 საათზე დაიწყო და 25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

 

წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე