მალე ახალქალაქის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში − იუსტიციის სახლში მიიღებს.

ახალქალაქში მშენებარე იუსტიციის სახლს 5 აგვისტოს იუსტიციის მინისტრი ესტუმრა. ახალქალაქის იუსტიციის სახლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში ახალციხის შემდეგ მეორეა და ერთ-ერთია 2016 წლის ოთხი სახლის პროექტებიდან.
ახალქალაქის იუსტიციის სახლის პროექტის ავტორია შპს „MHD GROUP“. შენობის საერთო ფართი 682.9 კვადრატული მეტრი იქნება და აქ 30-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.
You must be logged in to post a comment.