”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„დიდი შესვენება“ – პრემიერა მესხეთის თეატრში

მესხეთის თეატრმა მაყურებელს მორიგი პრემიერა შესთავაზა. „დიდი შესვენება“ თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი პროექტია, რომლის რეჟისორიც ვანო ხუციშვილია.

სპექტაკლში მოქმედება შემდეგნაირად ვითარდება: სკოლის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ კლასელები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. დროს უნდა მოეშუშებინა ძველი ჭრილობები, მაგრამ აქ, მათ საკლასო ოთახში ეს შეუძლებელია. ამ მერხებს ახსოვს სუსტის ჩაგვრა და ზღვარგადასული სისასტიკე. დათა ფირცხალავას პიესაში გზააბნეული ახალგაზრდები ცდილობენ, საკუთარი ბავშვობისთვის შური იძიონ.

„დიდი შესვენება“ მესხეთის თეატრში 5 აგვისტოსაც გაიმართება.

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე