”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში სტიქიის გამო, დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სერიოზული პრობლემები შექმნა.  სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ისტორიული პარკი. შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. ტურისტული ზონებიდან განხორციელდა დამსვენებლების ევაკუაციაც.

setyvaaaa

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ხელმძღვანელობით შექმნილია საგანგებო შტაბი.

ტექნიკა და სამაშველო სამსახური მობილიზებულია ბორჯომიდან და ახალციხიდან. ამ დროისათვის, ცენტრალური მაგისტრალი გახსნილია.

ბორჯომის გამგეობაში აცხადებენ, რომ ისტორიულ პარკში სერიოზული დაზიანებებია , თუმცა დამსვენებლების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. მათი დროულად გამოყვანა მოხდა გოგირდის აბანოებიდან.

ბორჯომში  ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სახანძრო და საპატრულო პოლიცია.

სტიქია იყო დაბა წაღვერშიც, სადაც გზაა ჩახერგილი. ტერიტორიზე ოთხი ეერთეული ტექნიკა მუშაობს.

სეტყვა ძლიერ წვიმასთან და ქართან ერთად, დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ვიდეოს ავტორი: კოტე ინაშვილი

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 04/08/2016 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე