”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

თეატრალურ პრემიაზე “დურუჯი” მესხეთის თეატრი ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი

თეატრალურ პრემიაზე “დურუჯი” მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი. 

duruji.jpg

დავით ჩხარტიშვილი სპექტაკლით “ყოფილების სარეცელი” წარდგენილია ნომინაციაში “ახალგაზრდა რეჟისორი”, ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” – ლაშა ბუტულაშვილი ამავე სპექტაკლიდან, “საუკეთესო მსახიობი ქალი” –  ლია სულუაშვილი სპექტაკლიდან “მშვიდი ღამე” და “სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი”–  ირაკლი სამსონაძე – „ყოფილების სარეცელი“–თ.

თეატრალური პრემია “დურუჯი”–ს ლაურეატები ყოველწლიურად სახელდებიან. ნომინანტებს სპეციალური ჟიური არჩევს. დაჯილდოების ცერემონიამდე მათ გამოსავლენად წევრებს შორის ფარული კენჭისყრა იმართება. გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ხდება.

წელს ხუთ ნომინაციაზე 21 ნომინანტია წარდგენილი, რომელშიც ქვეყნის რვა თეატრალური დასია ჩართული. ლაურეატებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდო.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე