”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალქალაქში ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი გაიმართა

ახალქალაქში, ახალციხის  ახალგაზრდულმა ცენტრმა, ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი მოაწყო.

13835939_10208700824290683_10681761_o

ღონისძიებას პროგრამის მონაწილე 12 ქართული და არქართულენოვანი საჯარო სკოლებიდან სამოქალაქო კლუბის წევრები, პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სახალხო დამცველის აპარატის ახალქალაქის ოფისის წარმომადგენელები დაესწრნენ.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ვიქტორინა, სამოქალაქო კლუბის წევრ გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში.

დასკვნით ეტაპზე  ახალქალაქის ცენტრალური პარკში ფლეშმობი მოეწყო, სადაც სომხურ და ქართულ მელოდიებზე მოსწავლეებმა ცეკვები წარმოადგინეს.

ფესტივალში მონაწილე ყველა მოსწავლეს სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე, მადლიერების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ ფესტივალის მხარდამჭერები.

ახალგაზრდული ფესტივალის მიზანი ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა და ეთნიკური უმცირესობების თანასწორობის დამკვიდრებაა. რაც სხვადასხვა საგანმანათლებლო გამაჯანსაღებელი ღონისძიებების მოწყობას გულისხმობს.

ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი  ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ამერიკული ორგანიზაცია Ph International-ის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება .

13839791_10208700833530914_1701077680_o

1 comments on “ახალქალაქში ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი გაიმართა

  1. Tiruhi
    30/07/2016

    ძალიან საინტერესო ფესტივალი იყო)) დიდი მადლობა ორგანიზატორებს,სპონსორებს და ყველა მონაწილეს!!!!!

    Liked by 1 person

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე