”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის თემში, საჯარო მოხელეთა კონკურსის მონაწილეებთან, გასაუბრება დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის  მესამე ეტაპი – გასაუბრება დაიწყო. ბოლო ეტაპში მონაწილეობას 44 კონკურსანტი მიიღებს. ის, ვინც ტესტირისას, ბარიერი გადალახა.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ გასაუბრების შედეგები 25 აგვისტომდე გახდება ცნობილი.

ახალციხის თემმა, 25 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი მეხუთედ, 17 მაისს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის სურვილი, 194–მა კონკურსანტმა გამოთქვა. აქედან ტესტირებისთვის 134 მათგანი შეირჩა. ყველაზე მეტი – 33 განაცხადი, იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დაფიქსირდა.

ახალციხის თემში,  კიდევ რამდენიმე პოზიცია ვაკანტურია. გამგეობაში ამბობენ, რომ მათზე კონკურსი მომავალში გამოცხადდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე