”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რეგიონის პირველობა ფეხბურთში, ახალციხის გუნდმა მოიპოვა

სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ლიგა ფეხბურთში დასრულდა. 2003–წლიანებს შორის ფინალური შეხვედრა პატარა პამაჯის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გაიმართა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ახალციხისა და ასპინძის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ახალციხელების სასარგებლოდ 6:1 დასრულდა. პირველი ადგილი ახალციხის გუნდმა დაიკავა, მეორე ასპინძის, ნინოწმინდელი სპორტსმენები კი მესამე ადგილს დასჯერდნენ.
საპრიზო ადგილის მფლობელები, სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მედლებით, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვა. გელა მაისურაძემ ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეს, ფეხბურთელს, ბომბარდირს, თავდამსხმელსა და მცველს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

რეგიონის პირველობისთვის, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაიწყო, რვა გუნდი იბრძოდა. მასში მონაწილეობა სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტის ნაკრებმა მიიღო.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 24/07/2016 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე