”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ენმ“–ს სიაში, სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენლებიც არიან

პარტია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სია გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე მათგანი, სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენელია. 

13707601_1813172272295323_8604690248159812055_n

     პროპორციული სიის 33 ნომერი, ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ ჩილინგარაშვილია. 49 ნომრად გევორქ შუშანიანია დასახელებული, რომელიც რამდენიმე წლის წინ,  სამცხე-ჯავახეთში სამაშველო სამსახურს ხელმძღვანელობდა. პროპორციულ სიაში მოხვდნენ რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. 97 ნომრად წარდგენილია N44 (ახალციხე/ადიგენი) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი ვაჟა ჩიტაშვილი
98 ნომრად კი N45 (ბორჯომი/ასპინძა) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი, ტარიელ ლონდარიძე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიის საარჩევნო სია 22 ივლისს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გაფართოვებულ სხდომაზე დამტკიცდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე