”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საძელი–ხაკის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება.

ამ დროისთვის  სამუშაოები სოფელ საძელის მიმართულებით გზის 1 400 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს,  სადაც  ასფალტის საფარის ორი ფენა დაიგება და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.

სოფელ საძელის გზას რეაბილიტაცია წლების განმავლობაში  არ ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ  მიმდებარე ხუთი სოფლის მაცხოვრებლები ქალაქ ახალციხეს  რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდებიან.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ათასი ლარით ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოებს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე  და ახალციხის გამგებელი  ზაზა მელიქიძე ადგილზე გაეცნენ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე