”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში ორი პირი სამართალდამცველებისთვის ქრთამის შეთავაზების გამო დააკავეს

ბორჯომში ორი პირი 1970 წელს დაბადებული ვეფხია შ. და 1971 წელს დაბადებული ბესიკ ბ. ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს, უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული ხე-ტყის რეალიზაციისთვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან თავის შეკავების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 200 ლარი შესთავაზეს.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე