”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ვაჩიანში, დედისა და მისი შვილების მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ აკოფოვს, აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

SASAMARTLOO

სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში დასრულდა, ბრალდებული ბადრაგმა სასამართლო დარბაზიდან გაიყვანა. პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა, ნოდარ აკოფოვის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. პროკურორის მოთხოვნას ბრალდებული და მისი ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილიც დაეთანხმნენ.

სასამართლო სხდომას გარდაცვლილის ახლობლები არ ესწრებოდნენ. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ აკოფოვი 11 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, დედისა და მისი სამი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
.

1 comments on “დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

  1. გამოხმაურება: დედისა და შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა, საპატიმროში თავი მოიკლა |

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე