”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს დაკავების კადრები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. 


შსს–ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დაკავებულმა ქურდობის მიზნით, კოჩოტიანების სახლში ფანჯრიდან შეაღწია. მეპატრონემ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ბრალდებულმა, დედას და ორ შვილს – 18 და 16 წლის გოგონებს თავის არეში, ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, ხუთი წლის ბავშვი, ხანძრის შედეგად გაიგუდა.

6 comments on “დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს დაკავების კადრები

  1. გამოხმაურება: ვაჩიანში მოკლული კოჩოტიანების დაკრძალვაზე სომხეთის ელჩს ელოდებიან |

  2. გამოხმაურება: დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა |

  3. გამოხმაურება: ვაჩიანში მოკლული ქაჩოტიანების დაკრძალვაზე სომხეთის ელჩს ელოდებიან |

  4. გამოხმაურება: დედისა და შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა, საპატიმროში თავი მოიკლა |

  5. გამოხმაურება: ვაჩიანის მკვიდრები დედისა და სამი შვილის მკვლელობის ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ |

  6. გამოხმაურება: ვაჩიანელები, დედისა და სამი შვილის მკვლელის თანამზრახველების დასჯას მოითხოვენ |

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე