ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი გარდაცვლილები ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, დედასა და გოგონებს ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები აქვთ მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.
სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი გარდაცვლილები ნახეს. ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ დედა და შვილები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. ცხედრები მეზობლებმა 10 ივლისს აღმოაჩინეს.
მომხდარის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა და შვილები საკუთარ სახლში დამწვარი ნახეს.
დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები აქვთ მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა ინფომრაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
გამოხმაურება: ვაჩიანში მოკლული კოჩოტიანების დაკრძალვაზე სომხეთის ელჩს ელოდებიან |
გამოხმაურება: ვაჩიანში მოკლული ქაჩოტიანების დაკრძალვაზე სომხეთის ელჩს ელოდებიან |
გამოხმაურება: გახშრებულ მკვლელობებზე სასაუბროდ, გოდერძი კუბლაშვილი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს |
გამოხმაურება: დედისა და შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა, საპატიმროში თავი მოიკლა |
გამოხმაურება: ვაჩიანის მკვიდრები დედისა და სამი შვილის მკვლელობის ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ |
გამოხმაურება: ვაჩიანელები, დედისა და სამი შვილის მკვლელის თანამზრახველების დასჯას მოითხოვენ |