”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალქალაქის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

 

ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ სოფლებში –  ჩუნჩხასა და პტენაში სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

13631475_1219119168107305_6206310280080556773_n

ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – ჩუნჩხა და პტენა დააზარალა. ადგილობრივების თქმით, ისინი მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების გარეშე დარჩნენ. მოსახლეობის ნაწილს ნათესები დაზღვეული აქვს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი ამბობს, რომ სეტყვისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ მხოლოდ ჩუნჩხიდან და პტენიდან აქვთ. თვითმმართველობა აღნიშნული საკითხის შესწავლაზე მუშაობს.

ფოტოების ავტორი: შორენა თეთვაძე

1 comments on “ახალქალაქის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

  1. iakobadzegg
    11/07/2016

    ამ შემთხვევას არავინ გამოეხმაურა არცერთი ტელევიზია ადგილზე არმოსულა ეს ფოტოები გადავიღე და დავდე რათა ენახათ რაც მოხდა

    Like

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე