”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ცვლილებების შეტანა ისევ შესაძლებელია

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში, შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს. სიის გადახედვა ისევ შესაძლებელია. 

sofeli

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ცვლილებების განხორციელება ისევ შესაძლებელია – აღნიშნულის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 8 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.ზაზა მელიქიძის თქმით, მათი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მაღალმთიანის სტატუსით, უფრო მეტმა სოფელმა ისარგებლოს.

ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მაღალმთიანი ზონის შემადგენლობაში 11 დასახლება არ შედის. სტატუსი 32 სოფელსა და ერთ ქალაქს მიენიჭა. სამი სოფელი – კლდე, ტყემლანა და ფერსა  სიას, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ დაემატა.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე