”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

6-8 ივლისს, ახალციხისა და ასპინძის სოფლებს, გაზის მიწოდება შეუწყდება

6-8 ივლისს, ახალციხისა და ასპინძის სოფლებს გაზის მიწოდება შეუწყდება. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე დაგეგმილი სამუშაოებია. 

gazi

ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებს ბუნებრივი აირი  შუწყდება. კომპანია “ინტერგაზის” წარმომადგენელთა განმარტებით, გაზის დროებითი შეწყვეტის მიზეზი, ცენრტალურ მაგისტრალურ გაზსადენზე ჩასატარებელი სამუშაოებია.

6 ივლისის 13:00 საათიდან – 8 ივლისის 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ნაოხრებსა და წყალთბილას. ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტში დამალას, ხიზაბავრასა და საროს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრალურ გაზსადენზე წნევა ორ ატმოსფერომდე დაეცემა, გაზის მიწოდება ქალაქ ახალციხისა და დაბა ასპინძის აბონენტებსაც შეუწყდებათ.

თიკო კურტანიძე

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე