”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალდაბაში ცოლმა ქმარი ცივი იარაღით დაჭრა

29 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ცოლმა ქმარი ცივი იარაღით დაჭრა. მკვლელობის მცდელობის სავარაუდო მიზეზად, ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

mkvleloba

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ცოლმა ქმარი მხრის არეში ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა 29 ივნისს მოხდა.

54 წლამდე ასაკის მამაკაცი ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება 19-108 მუხლით აღიძრა, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამ დროისათვის დაკავებული არავინაა.

წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 01/07/2016 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე