სოფელ ჭაჭარაქის მცხოვრებლები სარწყავი წყლის პრობლემაზე ჩივიან. ადგილობრივების თქმით, სასოფლო–სამეურნეო კულტურები, მაღალი ტემპერატურის გამო, დღითიდღე ზინდება, წყლის დროულად მიწოდება კი ვერ ხდება. ჭაჭარაქელები ირწმუნებიან, რომ სარწყავი არხების მოწესრიგება ერთი თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ფერმერები კულტურების მორწყვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ჭაჭარაქის მაცხოვრებლების პრობლემას გამოეხმაურა „ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ კოორდინატორი. ჯიმშერ გოგოლაური აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლობის ინტერესებს არ ითვალისწინებს, საქმისადმი ასეთი მიდგომა კი მათ უპასუხისმგელობაზე მეტყველებს.