”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მარიამ ჟუჟუნაძეს ლაურეატის წოდება მიენიჭა

13322111_1155751571143018_1975301959433159103_nსაქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე, ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა, მუსხის მკვიდრმა მარიამ ჟუჟუნაძემ მიიღო. ხალხური რეწვის ოსტატი, აუდიტორიის წინაშე ამჯერად მესხური ხალხური სიმღერით წარსდგა, მან მაყურებლისათვის მესხური იავნანა შეასრულა.

ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორებმა, ცოცხალ საუნჯედ აღიარებულ მარიამ ჟუჟუნაძეს ლაურეატის წოდება მიანიჭეს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კი “მარო ბაბო” სიგელით დააჯილდოვა.

დასკვნითი ტური დღეს, 28 ივნისს ქალაქ თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა.

მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების გარდა, ფესტივალში მონაწილეობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

ფესტივალზე 36 ნომერი იყო წარმოდგენილი. ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს ორგანიზება, “საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა” გაუწია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ტური ახალციხეში, 2015 წლის 16 ივლისს გაიმართა. მასში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ფოლკლორის სხვადასხვა სახეობაში მიიღეს. მეორე ტურში კი ის მონაწილეები გადავიდნენ, რომლებიც ჟიურის წევრებმა შეარჩიეს. ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მიზანი, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და მისი წარმოჩენაა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე