”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბოლივუდი, ახალციხის ციხეზე, ფილმის სცენას იღებს

13529028_1073450826055044_298158757587817431_nბოლივუდი ახალციხის ციხეზე ფილმის სცენას იღებს. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ფილმის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებში მონაწილეობას ქართველი მსახიობებიც იღებენ. ორი დღის განმავლობაში ფილმის სცენების გადაღება „ახალციხის ციხის“ ზედა ნაწილში მოხდება.

ინდური კინემატოგრაფია საქართველოში ერთ-ერთ მასშტაბურ კინოპროექტზე “Machine” მუშაობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბოლივუდი ფილმის ყველა სცენას საქართველოში იღებს.

“Machine” ბოლივუდის ყველაზე მასშტაბური კინოპროექტია საქართველოში, რომელზეც „Betterfly Production” და „Abbas Mustan” ერთობლივად მუშაობენ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე