ქალაქ ახალციხის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება 21 ივნისს შეუწყდება. ,,ენერგო პრო–ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ დენი ახალციხის ცენტრალურ ნაწილში, 1 500 აბონენტს, 12:00–დან 16:00–მდე გაეთიშება.
ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად, ახალციხის ქვესადგურის ტრანსფორმატორსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ჩასატარებელ გეგმიურ სამუშაოებს ასახელებენ.
კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, აბონენტებს დენის მიწოდება პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, 16:00 საათზე აღუდგებათ.
You must be logged in to post a comment.