ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, თემში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრად სამედიცინო ეტლები გადასცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბენეფიციარებს სახლებში ესტუმრნენ.
ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში, მათ ეტლები საერთაშორისო ასოციაციამ “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” მიაწოდა.
ორგანიზაცია უკვე წლებია მუნციპალიტეტთან თანამშრომლობს და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ცდილობს, იმ შშმ პირების პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ.
You must be logged in to post a comment.