”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძაში კულტურის სახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

13432247_561322817379700_6955931522476251471_nასპინძაში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამუშაოების განხორციელებისთვის 220 580 ლარი დაიხაჯა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯრები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გარემონტდა შიდა ინტერიერი. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, წყლის სისტემა და კანალიზაცია.

კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,კ-კომპანია”-მ განახორციელა. 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე