”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში ცხრა კილომეტრამდე სიგრძის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტში  საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.   სოფლების ენთელი- ფხერო-შოყა – ოქროს ციხისა და ზანავი- ჭულეს მონასტრის მიმართულებით გზების  რეაბილიტაციის  პროექტების ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, მეწყერსაშიში ზონები კი გაბიონებით მაგრდება.

მიმდინარე  წელს ადიგენის  მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოსაწესრიგებლად  4 მასშტაბური პროექტია დაგეგმილი, რისთვისაც   რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 1 906 700 ლარია გათვალისწინებული. ჯამში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 9 კილომეტრამდე გზა მოწესრიგდება.

სოფელ ფხეროსა და ჭულეს მონასტერთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ადიგენის მუნიციპალიტეტისა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე