”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

თავდაცვის სამინისტრომ ახალციხეში ნატოსთან ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა

თავდაცვის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. ნატოსთან ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხები ცენტრალური უწყების წარმომადგენლებმა ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზე განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განმტკიცებაში ნატოს როლზე გაკეთდა.

გამგეობებისა და საკრებულოების თანამშრომლებმა ინფორმაცია მიიღეს, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციაზე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, სამცხე–ჯავახეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე, ვარშავის სამიტის მოლოდინებზე.

შეხვედრის შემდეგ სამინისტროსა და რეგიონის წარმომადგენლებმა სამხედრო ბაზა დაათვალიერეს.

თავდაცვის სამინისტრო მსგავს საინფორმაციო სემინარებს საქართველოს მასშტაბით მართავს. ახალციხე მესამე ქალაქია, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს სამხედრო ბაზამ უმასპინძლა. სამომავლოდ უწყება შეხვედრების გამართვას, უშუალოდ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან და ხელმძღვანელ პირებთან გეგმავს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე