ბორჯომში, რესტორან “ფესვების” მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტს წყლით სავსე გზაზე აგებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით Facebook–მომხმარებელმა 15 ივნისს, ვიდეო–პოსტი გაავრცელა. გიორგი სოლომონიძის თქმით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარკის შესასვლელთან, ერეკლე მეორის ქუჩაზე, მიმდინარეობს. მუშებმა დაკისრებული მოვალეობის შესრულება არც ძლიერი წვიმის შემდეგ შეწყვიტეს და ასფალტის დაგება მუხლებამდე წყალში გადაწყვიტეს.
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვიდეოში მითითებული ტერიტორია სავარაუდოდ, ბორჯომში არ არის და არც აღნიშნულ მონაკვეთზე ხდება გზის დაგება. რესტორან “ფესვებთან” კი გზა ხუთი წლის წინ დაიგო.