”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომი ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ აზარალა

ბორჯომში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობის ნაწილი დააზარალა. დაიტბორა ქალაქის ქუჩები. სტიქია 15 ივნისს, საღამოს საათებში დაფიქსირდა. ბორჯომის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო. წყალმა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ეზოები და სარდაფები დატბორა.

ტელეკომპანია “ბორჯომის” ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი სადგერი, სადაც სეტყვამ მოსახლეობას ნათესები გაუნადგურა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები.

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე