”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ქრთამის სახით, 3 000 ლარის აღების ფაქტზე, ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, საბიუჯეტო-საფინანსო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, თემურ პლაჭიაშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ პლაჭიაშვილმა კანონით გათვალისწინებული პროცედურების გვერდის ავლით, სახელმწიფოს კუთვნილი 150 ჰა მიწის ფართობის დროებით სარგებლობაში გადაცემისა და შემდგომი მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, 3 000 ლარი გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, თემურ პლაჭიაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე