11 ივნისს, “ნაციონალური მოძრაობა”, ახალციხეში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ახალციხე ენმ” ავრცელებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დავით ბაქრაძე და ნიკა მელია, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ვაჟა ჩიტაშვილს, ამომრჩეველს ოფიციალურად წარუდგენენ.
შეხვედრა ახალციხეში, 12:00 საათზეა დაგეგმილი, რომელიც ღია ცის ქვეშ, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
You must be logged in to post a comment.