ახალციხეში ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები, პედაგოგები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„თანადგომა შვილებს“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობლებმა იანვრის თვეში ჩამოაყალიბეს. ორგანიზაციის მიზანს რეგიონიის სამოქალაქო, არასამთავრობო თუ სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, მათი გაერთიანება და მომავალი საქმიანობის ერთობლივად დაგეგმვა წარმოადგენს, რათა შშმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს საზოგადოებაში ინტეგრაცისა და მათი უფლებების დაცვაში დაეხმარონ.