”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“გამოუვალი მდგომარეობის”კონცერტი სპექტაკლის შემდეგ გაიმართება

Sequence 02.00_02_32_00.Still001“გამოუვალი მდგომარეობის”კონცერტი ახალციხეში დაახლოებით, ორი საათით გადაიდო. ღონისძიება სპექტაკლის შემდეგ გაიმართება.

პლათფორმა „დაიცავი თავისუფლებას“ აქტივისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მოსახლეობაში სპექტაკლის ბილეთებს უფასოდ არიგებს. მისი თქმით, თეატრალური წარმოდგენის ჩაშლა ღონისძიების ორგანიზატორებს რომ არ დაბრალებოდათ, ამიტომ სპექტაკლის 200 ბილეთი შეიძინეს და მოსახლეობას დასწრებისკენ მოუწოდებს, იმ პირობით, რომ თეატრალური წარმოდგენის შემდეგ, კონცერტზე აუცილებლად დარჩებიან.

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი დღეს მაყურებელს პრემიერას “უსახელო ვარსკვლავი” სთავაზობს, რომლის დასრულების შემდეგაც ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” ადგილობრივებისთვის იმღერებს.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 08/06/2016 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე