”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა

13405275_575930455901944_885812741_oახალციხეში ახალგაზრდა გოგონას “ნისანის” მარკის ავტომობილი დაეჯახა. გოგონამ გონება დაკარგა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. მედიკოსებმა დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწიეს,  რის შემდეგაც გოგონა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ამ დროისათვის დაშავებული გონებაზეა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგონას მსუბუქი დაზიანებები აღებიშნება.არ აქვს მოტეხილობები.

ავტომობილის მძღოლს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია. თვითმხილველთა თქმით, გოგონა ფეხით გადაადგილდებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალცხის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოხდა, რის გამოც ტერიტორიაზე მოძრაობა დროებით შეფერხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებილნი.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

13405634_575930445901945_1917449415_o

13405570_575930439235279_672463970_o

თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე