”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის კონკურსი 24 ივნისს დასრულდება

ახალციხის საკრებულომ მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის მისაღებად კონკურსი მეორედ გამოაცხადა. ნამუშევრების წარდგენა მსურველებს 30 მაისიდან -24 ივნისის ჩათვლით, 9:00 სთ-დან – 18:00-სთ-მდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შეუძლიათ. კონკურსის დასრულებიდან ხუთ სამუშაო დღეში კომისია მიღებულ განაცხადებს განიხილავს.

კონკურსში  მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, გარდა სიმბოლიკის შექმნის მიზნით, ჩამოყალიბებული დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებისა.

გამარჯვებული პრემიის სახით 1 250 ლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სიმბოლოების შესარჩევად გამოცხადებული პირველი კონკურსი ჩაიშალა, რადგან საკრებულოს აპარატში განაცხადი არ შევიდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე