”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში, ქუჩის ფეხბურთის და კალათბურთის ფესტივალი ჩატარდა

16–დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, ქუჩის ფეხბურთსა და კალათბურთში, ფესტივალი ჩატარდა. მასში მონაწილეობა ქალაქ ახალციხისა და თემის სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

ორდღიანი ფესტივალი ქუჩის ფეხბურთის თამაშებით გაიხსნა. მასში მონაწილეობას  ბიჭების ექვსი და გოგოების ორი გუნდი იღებდა.

შეხვედრა ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა. საპრიზო ადგილის მფლობელებს მედლები,  სპორტული ზურგჩანთები და თასი გადასცეს.

ფესტივალი საქართველოს 12 ქალაქში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე