”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის ორ ქუჩაზე მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

gaziახალციხეში ფალიაშვილისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე, მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.  კომპანია “ინტერგაზის” დირექტორის განმარტებით, მიზეზი სავარაუდოდ, ავარიული გათიშვაა. ვასილ აბულაძის თქმით, ჯგუფი მიზეზის დასადგენად და პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე გასულია და მუშაობს.

ბუნებრივი აირი, ფალიაშვილისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების მაცხოვრებლებს, 2 ივნისს საღამოს საათებში შეუწყდათ. ვასილ აბულაძის თქმით, გაზის მიწოდება აბონენტებს დღესვე აღუდგებათ.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე