”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ავტომობილის პარკირების წესები, ახალციხეში, სამართალდამცველებზე არ ვრცელდება

13330284_1130732540318182_103830441_nავტომობილის პარკირების წესებს ახალციხეში სამართალდამცველები არ ემორჩილებიან. რუსთაველის ქუჩაზე, კაფე–ბარ „ივერია“–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდიურზე, ათობით ავტომობილია გაჩერებული, რომლის მფლობელებიც სამართალდამცველები არიან.

აღნიშნულ ტერიტორიაზე დგას საგზაო ნიშანი გაჩერება აკრძალულია. თუმცა ძალოვანებისთვის აღნიშნული ნიშანი შეუმჩნეველია. ავტომობილი გაჩერებულია ქვეითთა გადასასვლელზეც.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამსართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლში, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, ვკითხულობთ შემდეგს:

მუხლი 125. მე–6 ნაწილი – საქვეითო გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

მე–8 ნაწილი –  ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

მე–9 ნაწილი –  ამ მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

თიკო კურტანიძე

13383824_1130714326986670_1384336155_o

13383556_1130714133653356_1548358675_o

13340946_1130714380319998_125883581_o

 

13334403_1130714346986668_1481935138_o

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე